გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ და სამწუხაროა, რომ დღეს ეს სხდომა არ ჩატარდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ განკარგულებით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა.

„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა განცხადება პარლამენტარებისგან, რომელსაც 41 დეპუტატი აწერდა ხელს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ და სამწუხაროა, რომ დღეს ეს სხდომა არ ჩატარდება, ვერ ჩატარდება. პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა მსხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები