დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან – დერეკ ჩოლეტთან

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან – დერეკ ჩოლეტთან. ზალკალიანი სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას,” – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

Twitter-ის საშუალებით აფასებს სატელეფონო საუბარს დერეკ ჩოლეტიც. “ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად,” – წერს ჩოლეტი Twitter-ის პირად გვერდზე.. დავით ზალკალიანი, სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას,” – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

Twitter-ის საშუალებით აფასებს სატელეფონო საუბარს დერეკ ჩოლეტიც. “ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად,” – წერს ჩოლეტი Twitter-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები