შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი საკუთარი, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად აქციოს

ვხედავთ და ბოლო დღეებში ჩვენ ვართ ამის მოწმე, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის ცდილობს.

“რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, იცით, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და სწორედ ეს მიზეზები ახსნა. ვხედავთ და ბოლო დღეებში ჩვენ ვართ ამის მოწმე, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად. ჩვენ გვესმის მთელი ტალღა დეზინფორმაციისა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილიდან მოდის უკრაინასთან დაკავშირებით. მათ შორის რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ, უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. სწორედ ეს არის არსი ფრაქცია „ქართული ოცნების“ განცხადების, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ, სწორედ ეს იქნება არასწორი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ უკრაინის თემა შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყოს გამოყენებული.

უკრაინის საკითხი არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, რასაც ცდილობენ გარკვეული პარტიები, წარმოაჩინონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები