კარლ ჰარცელი: ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში – მივიღეთ აქტიური ზომები
დღეს, საღამოს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის აგრესიას გმობს.
,,ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, აქტიური ზომები ამ პროცესის წინა ნაწილის საპასუხოდ. დღეს, საღამოს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები. ვფიქრობ, ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობა, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – განაცხადა ჰარცელმა.