“მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს” – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ელენა კოვალსკაია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია, იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – წერს კოვალსკაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები