ემანუელ მაკრონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ გადაწყვიტა, განახორციელოს ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე თავდასხმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინის მიმართ მისი აგრესიის ადეკვატური იქნება.

„ეს მოვლენები არის გარდამტეხი მომენტი ევროპისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ ექნებათ ხანგრძლივი და შორსმიმავალი შედეგები ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკაზე.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე. სანქციების სამიზნე იქნება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სექტორები“, – განაცხადა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები