რუსების დაბომბვისას 4 უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, ათამდე კი დაშავდა, მათ შორის ექიმებიც არიან
რუსმა სამხედროებმა უგლედარში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. არიან დაშავებულებიც.
მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 10-მდე მოქალაქე.
მედიის ცნობითვე, ჭურვები ადგილობრივ საავადმყოფოს მოხვდა. დაჭრილებს შორის 6 ექიმია.