საქართველოს საელჩო იაპონიაში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს
იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინიციატივით, სხვა თანამოაზრე ქვეყნების ელჩებთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.
“სრული დიპლომატიური კორპუსი იაპონიაში ერთხმად გმობს რუსეთის ძალადობას უკრაინაში და ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნორვეგიის, ისლანდიის, სან მარინოს, ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს ელჩები უკრაინას თანადგომას უცხადებენ.
„დიპლომატიური კორპუსის სახელით, ამ რთულ მომენტში მინდა, გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და გვესმის რუსული აგრესიის შედეგები. რაც მოხდა 2008 წელს, არ უნდა განმეორდეს – მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას”, – განაცხადა იაპონიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.