დავით მათიკაშვილი: ევროპული ცივილიზაციისთვის ამ მძიმე და ძნელ დროს, სრული სოლიდარობა უკრაინასა და მოძმე უკრაინელ ხალხს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ევროპული ცივილიზაციისთვის ამ მძიმე და ძნელ დროს, სრული სოლიდარობა უკრაინასა და მოძმე უკრაინელ ხალხს!!!“, – წერს დავით მათიკაშვილი.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები