“დღევანდელი დღე უკრაინისთვის ტრაგიკული დღეა – ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსა და ყველა, მშვიდობისმოყვარე ქვეყნისთვის”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაწყებულ ომს.
მისივე თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალს.
“დღევანდელი დღე უკრაინისთვის ტრაგიკული დღეა. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როდესაც ის ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყნისთვის. რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა, ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა, გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.