თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც. პროცესის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები