დონბასში შეჭრასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შექმნან ანტიპუტინური კოალიცია.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის ხელმძღვანელმა პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერების მოწოდება გააჟღერა.
“მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინურ კოალიციას. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. საჰაერო სივრცის დახურვა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, იყოს მშვიდობისკენ”, – წერს ზელენსკი.