თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს შეხვედა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა მოქალაქებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მან მოქალაქეების საჭიროებები და პრობლემები მოისმინა, რომლებიც შემდგომ მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმართველობებში მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.