ბათუმის ბულვარი უკანონო ნაგებობებისგან გათავისუფლდა
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.
კომპანიის მიერ შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე უკანონოდ განხორციელდა. შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთილების მიუხედავად კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.
სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შეაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთასებული ნაგებობების დამონტაჟი.