ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივებს კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში შეხვდა და პირადად მოისმინა მათი გადაწყვეტილება.
2022 წელს პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში, ძევერაში, ქიწნისში, სათემოში, ტყვიავსა და მარანაში ადგილობრივებმა გარეგანათების დამატება გადაწყვიტეს. ფლავში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარწყავი არხი და ფლავისმანში შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება.