ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მედიაწიგნიერების კონკურსი გამოცხადდა
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მედიაწიგნიერების კონკურსი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეობის მიღებას 13 – დან 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდა შეძლებს. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სტატია, ესე, მოსაზრება ან რეალობიდან აღებული კაზუსი.
კონკურსის მიხედვით, მონაწილე თავად ირჩევს თემატიკას და გადმოცემის სტილს. სავალდებულოა საკონკურსო ნამუშევარი შედგებოდეს 500 სიტყვისგან. საკონკურსო ნამუშევარს სპეციალური ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს: დავალების სიზუსტე, გამართული და ეთიკური წერა, კრიტიკული აზროვნება, ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, შემოქმედებითობა.
ჟიურის წევრები არიან : ნათია კუპრაშვილი – მედიაექსპერტი, პროფესორი თეა თოფურია – რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მწერალი დავით ლიკლიკაძე – მედიატრენერი, ჟურნალისტი კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს : პირველი ადგილი – 1 500 ₾ , მეორე ადგილი – 1 000 ₾, მესამე ადგილი – 500 ₾ . კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. მასალების მიღების ბოლო ვადაა 2022 წ 18 მარტი , ნამუშევარი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე : Info@Multichiatura.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს : https://bit.ly/3Jujzuu