კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-რუსეთს შორის გასამართ რაგბის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიმდინარეობის დროსაც “ნაცმოძრაობა” უკრაინის მხარდამჭერ აქციას აანონსებს.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კანონის ფარგლებში.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა, ვუსურვო და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები