თალაკვაძე – მოსალოდნელ პროვოკაციაზე: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ძალადობას მოედანზე

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ასეთი პროვოკაციების აღკვეთისთვის შესაბამის ზომებს მიიღებენ და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ძალადობას სათამაშო მოედანზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ გავრცელებული ინფორმაციის, რომ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს “ნაცმოძრაობის” წევრები პროვოკაციას გეგმავენ, კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ რაგბის შეხვედრებში. შესაბამისად, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ ჩვენს სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. რაც შეეხება მოსალოდნელ პროვოკაციას, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ასეთი პროვოკაციების აღკვეთისთვის შესაბამის ზომებს მიიღებენ და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის ძალადობას სათამაშო მოედანზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები