საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად, საქართველოს მოქალაქე სიმონ მ. დააკავეს, რომელიც 2014 წლის 25 ივლისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ ცდილობდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.