წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ა(ა)იპ სასპორტო და საფეხბურთო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ა(ა)იპ სასპორტო და საფეხბურთო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტით და კონკრეტულად ფეხბურთით ახალი თაობა დავაინტერესოთ.
მოვიზიდოთ ინვესტორები, დავაინტერესოთ ბიზნესსექტორი, რომ წალენჯიხის ფეხბურთის გუნდი “სქური” კვლავ ბრენდად ვაქციოთ.
უნდა ჩატარდეს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ბავშვთა ტურნირი წალენჯიხის გარდამავალ თასზე.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალი თაობები ჯანსაღ გარემოში აღიზარდონ”, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

შეხვედრის ბოლოს, თამარ ბელქანიამ და გიორგი დარსალიამ მზაობა გამოთქვეს არსებული პრობლემების ეტაპობრივ გადაწყვეტაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები