ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა – სხდომა გადაიდო

დღეს ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო – საკრებულოს სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ.

ენმ-ის ორი დეპუტატი, რომელსაც კოვიდის სიმპტომები აქვს, თვითიზოლაციაშია გადასული და ამ დროისთვის ისინი PCR ტესტის პასუხებს ელოდებიან.

სხდომაზე არ მისულა არც მათთან კონტაქტში მყოფი, საკრებულოს 8 დეპუტატი ენმ-დან.

ცნობისთვის, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც დეპუტატებს თავმჯდომარის მოადგილეები უნდა აერჩიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები