უკრაინის მოქალაქე: მყავს მეგობრები საქართველოში და ვიცი, რაც მოხდა 2008 წელს – თუ პუტინს არ გავაჩერებთ, მეორე ჰიტლერს მივიღებთ
“მყავს მეგობრები საქართველოში და ვიცი, რაც მოხდა 2008 წელს – ვითარება საკმაოდ რთულია”, – ამის შესახებ უკრაინის მოქალაქე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “კურიერთან” საუბარში აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეჩერება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მსოფლიომ მეორე ჰიტლერი მიიღოს.
“ჯერ კიდევ გონებაში ვხარშავთ, რა ხდება. ვითარება საკმაოდ რთულია. მყავს მეგობრები საქართველოში და ვიცი, რაც მოხდა 2008 წელს, როგორ შეიძლება, ეს დასრულდეს – ესეც კარგად ვიცით. თუ პუტინს არ გავაჩერებთ, მეორე ჰიტლერს მივიღებთ, ახლა ყველა უკრაინელი ასე ფიქრობს”, – აცხადებს უკრაინის მოქალაქე.
ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.