ჟოზეფ ბორელი: გაერო-ს უშიშროების საბჭო რაც შეიძლება მალე უნდა შეიკრიბოს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო რაც შეიძლება მალე უნდა შეიკრიბოს.
შესაბამისი განცხადება მან “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„პრეზიდენტ პუტინის განკარგულებები ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ე.წ. სამშვიდობო მისიის განხორციელების შესახებ არის მორიგი აშკარა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. გაერო-ს უშიშროების საბჭო რაც შეიძლება მალე უნდა შეიკრიბოს“, – წერს ჟოზეფ ბორელი.