ბჟანია – “აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ”
“აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,” – განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ.
„როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. უფრო მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების შესახებ ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც მცირე ხალხების უფლებები საიმედოდ არის დაცული და საერთაშორისო თანამეგობრობა ისმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.