ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ დონეცკის და ლუგანსკის მარიონეტული “რესპუბლიკების” “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით

ჩვენ მკაცრად ვგმობთ დონეცკის და ლუგანსკის მარიონეტული “რესპუბლიკების” “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო 2008 წელს”, – წერს იგი.

ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები