ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო

ზემო და ქვემო ნიქოზში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო და ქვემო ხვითში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. გარდა აღნიშნული სოფლებისა, სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის კიდევ 102 სოფელში გაიმართება.

განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები