კულტურის კომიტეტის წევრები საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
კულტურის კომიტეტში, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა რეგიონის სახელოვნებო სკოლების დირექტორებთან.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელოვნებო განათლების რეფორმის მომდევნო ეტაპები.
„შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ რეგიონებში სახელოვნებო სასწავლებლების პრობლემებისა და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზებზე. სახელოვნებო განათლების რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია ინტენსიური შეხვედრები სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებთან”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.