ანრი ოხანაშვილიმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

„ერთგვარი ტრადიციაა, როდესაც, კომიტეტის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვხვდები. დღეს შეხვედრის მონაწილეებს ის ძირითადი მიმართულებები გავაცანი, რა საკითხებზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2022 წელს იმუშავებს.

ჩემთვის ასევე საინტერესო იყო, მომესმინა მათი პოზიციები და ინტერესთა სფეროები, გამეგო – რა მიმართულებით აპირებენ ისინი მუშაობას და სად შეიძლება, იყოს თანამშრომლობის რესურსი. ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები, რომელიც უნდა იყოს კონსტრუქციული, საქმიანი და შინაარსობრივი, შემდგომშიც გაგრძელდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები