გორში 45 წლამდე კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
პოლიციელებმა დაჭრილი კაცი მანქანაში ნახეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ”კვირას” ინფორმაციით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.