მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.

“მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, მდინარე არაგვისა და თეზამის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვებდნენ ქვიშა-ხრეშს.

შედგა შესაბამისი ოქმები”, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები