გია ვოლსკი: ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოშია, სააკაშვილის განცხადება და ქმედებები პროვოკაციულია

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის შიმშილობას იწყებს.

„ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოშია, სააკაშვილის განცხადება და ქმედებები, როგორც ყოველთვის, პროვოკაციულია – ოღონდ როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს, ვინმემ თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები