ევროკავშირი უკრაინაში საკონსულტაციო სამხედრო მისიას განათავსებს

უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო სამხედრო მისიის განლაგების თაობაზე, კიევმა და ბრიუსელმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უკრაინაში სამხედრო საკონსულტაციო მისიას განათავსებს. მისიის პარამეტრები, მისი განლაგების დრო ჯერ კიდევ დაზუსტდება, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია და ეს იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი უკრაინაში ევროკავშირის ყოფნის გაზრდის შესახებ, სამხედრო სფეროში ასეთი თანამშრომლობის დაწყების შესახებ“, – განაცხადა კულებამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისია იქნება საკონსულტაციო-საწვრთნელი, საბრძოლო ქვედანაყოფებზე საუბარი არ არის.

„მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივამ თავის ლოგიკურ დასასრულს მიაღწია“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები