ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს, – ამის შესახებ ბრალდებულებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავა.