“გპასუხობს ექიმი” – ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი – „გპასუხობს ექიმი“ დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მიზანი რეგიონებში COVID პანდემიასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებაა.
„გპასუხობს ექიმი“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე გადის – სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეების შეკითხვებს, პირდაპირ ეთერში პასუხობენ და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან COVID-19-ის ინფიცირების მიმდინარეობის, იზოლაციისა და კარანტინის ვადების შესახებ. ასევე – ვაქცინაციასა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით. მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
პროექტის პარტნიორი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსია. „გპასუხობს ექიმი“ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.