უკრაინის ომბუდსმენი: დონბასში არასრულწლოვანთა იძულებით მობილიზაცია მიმდინარეობს

უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას ინფორმაციით, დონბასში არასრულწლოვანთა იძულებითი მობილიზაციაა დაწყებული.

მისი თქმით, ამგვარი ქმედება, ომის დროს, სამოქალაქო პირების დაცვის კონვენციის დარღვევაა.

ამის შესახებ დენისოვამ ტელეგრამის არხზე დაწერა.

“დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ “სახმედრო სკოლებში” 16-18 წლის იუნკერებმა საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება მიიღეს, სამხედრო მოქმედებებში შემდგომი მონაწილეობისთვის”, – ნათქვამია დენისოვას ინფორმაციაში.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებით, საოკუპაციო ძალებმა დაარღვიეს ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის კონვენციის 51-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ბავშვების მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტებში.

ამასთან დაკავშირებით, დენისოვამ მოუწოდა გაერო-ს ბავშვთა ფონდს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ საომარ მოქმედებებში ბავშვების ჩართვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები