7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ბრალდებული სააკაშვილი, ასევე პოლიტიკოსები, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
სასამართლოში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.