რუსების მტკიცებით, უკრაინიდან გასროლილი ჭურვი როსტოვის ოლქში სასაზღვრო სამსახურის შენობას მოხვდა
როსტოვის ოლქის, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მტკიცებით, უკრაინიდან გასროლილი ჭურვი მათ შენობას მოხვდა და მიწასთან გაასწორა.
„21 თებერვალს, დილის 9:50 საათზე უკრაინის ტერიტორიიდან გასროლილმა ჭურვმა მთლიანად გაანადგურა როსტოვის ოლქში, რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო დეპარტამენტის სასაზღვრო პატრულირების სამსახურის პუნქტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 150 მეტრში მდებარეობს. მსხვერპლი არ არის, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.