“ეს ჩვენი ფულია” – რუსმა მომღერალმა პუტინი სამხედრო წვრთნებისა და დონბასიდან ლტოლვილების გამო გააკრიტიკა
ცნობილი რუსი მუსიკოსი, ჯგუფ “მაშინა ვრემენი” -ის სოლისტი, ანდრეი მაკარევიჩი, სოციალურ ქსელში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო სწავლებებისთვის უზარმაზარი თანხების გამოყოფისა და დონბასიდან ლტოლვილების მიღების გამო აკრიტიკებს.
მუსიკოსმა კრემლის ხელმძღვანელს შეახსენა, რომ საუბარია რუსი გადამხდელების ფულზე.
“ჩვენი პრეზიდენტი ლამაზად ანაწილებს მილიარდებს ბოლო დღეებში – წვრთნებისთვის, ლტოლვილებისთვის… ხომ არ დაავიწყდა, რომ ეს ჩვენი ფულია?”, – წერს მაკარევიჩი.
კომენტარებში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, “პირველი წელი არ არის, რომ ანაწილებს. ეს თქვენ დაგავიწყდათ, რომ თქვენს ფულს ომისთვის ანაწილებენ და არამარტო წვრთნებისა და ლტოლვილებისთვის”.
პასუხად, მუსიკოსი წერს: ”დიახ, მახსოვს… და ეს ამ ყველაფერს არ ამარტივებს”, – უპასუხა მხატვარმა.