ძლიერი შტორმი დიდ ბრიტანეთში – არიან დაღუპულები
ძლიერი შტორმის, წვიმისა და წყალდიდობის საშიშროების გამო, დიდ ბრიტანეთში ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 1,4 მილიონი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმგზავრონ რკინიგზით. შტორმ “ფრანკლინის” გამო, გაუქმდა რამდენიმე ავიარეისი, მოსალოდნელია ტორნადოც.