ტერაქტის საფრთხე – აშშ-ის საელჩო რუსეთში მყოფ თანამემამულეებს აფრთხილებს
რუსეთში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს რუსეთში და უკრაინის საზღვართან, საზოგადოებრივ ადგილებში ტერაქტების საფრთხის შესახებ.
განცხადება დიპლომატიური მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მედიის ცნობით, არსებობს თავდასხმების საფრთხე სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე, ისევე – როგორც სხვა ხალხმრავალ ადგილებში, დიდ ქალაქებში, მათ შორის, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე, უკრაინასთან რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიურ მისიაში მოქალაქეებს ურჩევენ, ყურადღებით მიადევნონ თვალი საერთაშორისო მედიას, მოერიდონ ხალხმრავლობას, აცნობონ მეგობრებსა და ოჯახს მათი უსაფრთხოების შესახებ, არ დაუკავშირდნენ უცნობებს, „იყვნენ ფხიზლად ტურისტულ ადგილებში, ასევე, ისეთ ადგილებში, სადაც შენიშნავენ დასავლეთიდან ჩასულ ადამიანებს“.