პუტინისა და ბაიდენის სამიტი გაიმართება
უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობისა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრის მაღალი ალბათობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამიტი გაიმართება.
ამის შესახებ ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩატარდეს, თუ „რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება“. ამავდროულად, მოსკოვი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა დასავლეთის ბრალდებას უკრაინაში შეჭრის მზაობის შესახებ.
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ ბაიდენ-ლავროვის სამიტის თარიღი 24 თებერვალს, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრაზე გახდება ცნობილი.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, თეთრ სახლშიც დაადასტურეს. პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, „პრეზიდენტი ბაიდენი დათანხმდა შეხვედრას იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შეჭრა“.