აშშ-ის დაზვერვა: რუსეთის ჯარის მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს

აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის არმიის მეთაურებს უკრაინაში შეჭრის გეგმის განხორციელება დაევალათ. ამჟამად, რუსი საველე მეთაურები თავიანთ სექტორებში მანევრების გეგმებს ადგენენ.

ამის შესახებ CBS News იტყობინება.

დაზვერვის თანახმად, „ისინი ყველაფერ იმას  აკეთებენ, რასაც ამერიკელი მეთაურები გააკეთებდნენ, შეჭრის დაწყებას ბრძანების მიღების შემთხვევაში“.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მოახლოების შესახებ გაფრთხილების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და რომ რუსული ჯარები დაიწყებენ შეტევას ” უახლოეს დღეები.”

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ კრემლი “წინ მიიწევს” და მოქმედებს შეჭრის გეგმის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ამას უარყოფენ.

ამასთანავე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა მოსალოდნელი არ არის, რადგან უკრაინის ირგვლივ განლაგებული, რუსული ჯარის არცერთ რაიონში შეტევითი დარტყმის ჯგუფი ჩამოყალიბებული არ არის.

მისი აზრით, საუბარი იმაზე, რომ შეჭრა ხვალ ან ზეგ დაიწყება, უადგილოა. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ საფრთხის გაუფასურება დაუშვებელია.

„შევხედოთ 22 რიცხვს, იქ რაღაც შამანური ღონისძიება აქვთ, სადაც ტამბურებით შეიკრიბებიან და შესაძლოა, საინტერესო სულელურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები