ბაიდენი უკრაინის გამო ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს შეკრებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივით გამოვიდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯენა პსაკის თქმით, შეხვედრა დღეს, 20 თებერვალს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ლიდერი შეშფოთებულია იმით, თუ რამდენად დიდია ახლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი.

„პრეზიდენტი ბაიდენი თვალყურს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნაციონალური უსაფრთხოების გუნდი რეგულარულად აცნობებს მას არსებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას. ნაციონალური უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთი შესაძლოა  უკრაინას ნებისმიერ დროს დაესხას“, – განაცხადა პსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები