სომალის კაფეში, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სომალიში, ჰირანის რეგიონში, ქალაქ ბელედუეინში ტერაქტი მოხდა. სულ მცირე დაღუპულია 10 ადამიანი, კიდევ 15 ადგილობრივი მცხოვრები საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც ცნობილია, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მოიყვანა.
ტერაქტმა პანიკა გამოიწვია ქალაქ ბელედუეინში, სადაც დეპუტატის არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა.მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არავის აუღია.