ზელენსკი მაკრონს დაჰპირდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყვება

სატელეფონო მოლაპარაკებების დროს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს დაჰპირდა, რომ უკრაინის ჯარი დონბასში სეპარატისტის პროვოკაციებს არ უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის მინდვრების სასახლის წარმომადგენელი ავრცელებს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტი უკანასკნელ ძალებს იკრებს, რომ თავი აარიდოს დიდ კონფლიქტს უკრაინაში. ის მზადაა ახალი ნაბიჯები გადადგას სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის, ის არ გამორიცხავს ახალ მისიას“, – განაცხადეს პარიზში.

ამავე დროს ფრანგი ჩინოვნიკი შიშობს, რომ რუსეთმა საკმარისი ძალების მობილიზება მოახდინა უკრაინის საზღვართან, რათა შეჭრა მოახდინოს „თუკი ამას მოისურვებს“.

როგორც სასახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ზელენსკი მაკრონს დაჰპირდა, რომ დიდი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით პროვოკაციას შეხების ზოლზე, დონბასში არ უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები