შეჭრა უკრაინაში – მედია რუსეთის ძირითად მიზნებს ასახელებს
რუსეთი, უკრაინაში შესაძლო შეჭრის შემთხვევაში კიევის დაპყრობას, უკრაინის ძირითადი პორტების და ასევე სახმელეთო კორიდორის დაპყრობას რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის გეგმავს. აღნიშნულის შესახებ გაზეთი „The Guаrdian“ ბრიტანელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მონაცემებით, რუსული სამხედროები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეიჭრნენ – ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, დონბასიდან და ყირიმიდან. ამასთანავე აღინიშნება, რომ ბელორუსის მხრიდან ერთდროულად საჰაერო თავდასხმით შესრულებული იქნება სახმელეთო სამხედროების ელვისებური ჩამოგდება სამხრეთით, იმისთვის რომ კიევი აიღონ და ქვეყნის ხელისუფლებას კაპიტულაცია აიძულონ.
ძირითადი მიზანი დედაქალაქში სამთავრობო კვარტალია, სამინისტროები, მედიის რედაქციები და დამოუკიდებლობის მაიდანი.
გარდა ამისა, როგორც მითითებულია, მოსკოვის ინტერესს წარმოადგენს უკრაინული პორტები – მარიუპოლი ოზოვის ზღვაზე და ოდესა შავ ზღვაზე. ასევე არსებობს დიდი ალბათობა, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას სახმელეთო კორიდორი საკუთარ ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმს შორის.
რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, გამოცემა პროგნოზირებს, რომ ამ სახელმწიფოების სამხედრო ძალები, პირდაპირ არ ჩაერევიან, მაგრამ NATO-ს რამდენიმე ქვეყანა მალე გაუწევს დახმარებას, „მათ შორის სასიკვდილოს“. თუკი სამხედრო მოქმედებები უკრაინაში გახანგრძლივდება და მსხვერპლის რიცხვი მოქალაქეებს შორის გაიზრდება, ზეწოლა დასავლეთის ჩართულობაზე მკვეთრად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რუკები, სადაც აღნიშნულია რუსული არმიის შესაძლოა მარშრუტები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.