ამერიკელმა მილიარდერმა მსოფლიო საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ამერიკელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი მსოფლიო ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ბრენსონის თქმით, უკრაინაზე თავდასხმას ზუსტად ის ქვეყანა გეგმავს, რომელმაც თავის დროზე კიევი დაარწმუნა უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე.

„მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რომელმაც თვითნებურად უარი განაცხადა საკუთარ ბირთვულ იარაღზე, რათა რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უკრაინის საზღვრების ქონა დაემსახურებინა. ახლა ის ზუსტად ამ ქვეყნის მხრიდან შეჭრის საშიშროების ქვეშაა“,- წერს ბრენსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები