სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა დონეცკში
დონეცკის ქუჩებში კვირას, 20 თებერვალს, ბრონიტექნიკის გადაადგილება დაფიქსირდა. შესაბამისის ვიდეო ტელეგრამ არხზე „Mash“ გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში შემჩნეულია თვითმავალი არტილერიული დანადგარები. ამავდროულად, დონეცკის შემოგარენიდან აფეთქებების ხმა ისმოდა.