ზელენსკი: უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა
“დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან საბავშვო ბაღი, მეორე მხრიდან კი ჭურვია, რომელიც მას ხვდება. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას მშვიდობა სურს.
“უკრაინას სურს მშვიდობა. ევროპას სურს მშვიდობა. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. რომელიღაც ჩვენგანი იტყუება. ეს ჯერ არის აქსიომა, თუმცა, უკვე არის ჰიპოთეზა”, – განაცხადა ზელენსკიმ