DW: ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მინსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მინსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Deutsche Welle-ს ევროკავშირის სტრუქტურების ზედა ეშელონებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

„დიახ, ჩვენ განვიხილავთ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, თუკი ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს DW-ს წყარო.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები არჩევნების გაყალბებისა და შიდა რეპრესიებისთვის დაუწესა, 2021 წელს კი სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებითა და ევროპაზე ზეწოლის მიზნით მიგრანტების გამოყენებით იყო გამოწვეული.

„ახლა ამ ეპოპეის მესამე თავზე გავჩერდით. ლუკაშენკო აძლევს რუსეთს საშუალებას, გამოიყენოს თავისი ქვეყნის ტერიტორია უკრაინაზე თავდასასხმელად“, – განაცხადა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები